interviews / podcasts

05.07.2016 16:39

TADE

  1. 1. როდის დაიწყე მუსიკალური მოღვაწეობა და როგორია შენი ბექგრაუნდი? 
    სიტყვა მოღვაწეობა ალბათ ნაკლებად შეესატყვისება ამ ყველაფერს, მაგრამ პირველი მუსიკალური ნაბიჯები ალბათ 2010 -11 წლებში გადავდგი, როცა FL Studio-სთან დავმეგობრდი. ამ პერიოდამდე ამ კულტურასთან შეხება არ მქონია, არც მუსიკალური განათლება მიმიღია. თუმცა, მალევე გავიგე CES-ის შესახებაც, სადაც მუსიკის თეორიისა და DJ-ინგის სწავლა დავიწყე. პირველი რელიზი 2012-ში კანადურ ლეიბლზე გამოიცა. ამის შემდეგ კი Underyourskin records-თან შედგა თანამშრომლობა. პირველი რეცენზიებიც ამ რელიზს მოყვა, Das hätt es früher nicht gegeben- ზე, და ასევე პრემიერა Deep House Amsterdam-ზე. ერთერთი ტრეკი კი Colors Compilation-ის ალბომშიც მოხვდა D'julz, Fouk, Sebo K ,TILL VON SEIN და ბევრ სხვასთან ერთად. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, პასუხი ამაზე გამიჭირდება, რადგან მუსიკალური ბექგრაუნდის ჩამოყალიბების პროცესში ეხლა ვარ 
    2. ამ დროის მანძილზე, რა იყო შენი მთავარი ინსპირცია? 
    კონკრეტულად რთულია რაიმე გამოვყო, რადგან, რაღაც დოზით ყველაფერს აქვს გავლენა, რაც ჩემს ირგვლივ ხდება და მესმის. არის მომენტები, როცა მუსიკის დასაწერად უბრალოდ ჯდები, იწყებ სხვადასხვა ჟღერადობებთან “თამაშს” და პროცესშივე იბადება უცებ იდეა, როდესაც რაღაც ისეთი გაიჟღერებს, რომ მთელი კომპოზიციის სურათს გიხატავს. 
    3. როგორ დაახასიათებდი საკუთარ მუსიკას ? 
    მთავარ აქცენტს ყოველთვის ატმოსფეროზე ვაკეთებ და ამიტომ ხშირად ვიყენებ soundscape-ებს. გამიჭირდება ერთ კონკრეტულ ჟანრს მივაკუთვნო ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებ. თუმცა ვიტყვი, რომ ჟრღერადობა ძირითადად ჰაუსსა და ტექნოს შორის ბალანსდება 
    4. რას იტყოდი დიჯეინგის და პროდუსინგს შორის ბალანსზე? სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს?
    ორივეს აქვს ისეთი მომენტები, რაც როგორც პროდუსინგს, ასევე DJ-ინგს უნიკალურს ხდის, ამიტომ ამას ერთმანეთს ვერ შევადარებ. ვიტყოდი, რომ თავს კომფორტულად ორივე მიმართულებით ვგრძნობ. 
    5. რას საქმიანობ ამჟამად და როგორია შენი გეგმები? 
    ივნისის ბოლოს და ივლისის თვეშია 2 ახალი რელიზი გამოვა. ასევე, წლის განმავლობაში დაგეგმილია showcase-ები ბერლინსა და სხვა რამდენიმე ქალაქში. 
    6. როგორ ემზადები შენი პირველი ლაივისათვის და რას გვეტყვი იმ ლაივზე, რომლის დაკვრასაც ვიტამინში აპირებ? 
    დიდი ხანია ამ ყველაფრისთვის ვემზადები როგორც ტექნიკურად, ასევე მუსიკალურად. თუმცა, მაინც ცოტას ვნერვიულობ, რადგან არ ვიცი ეს ყველაფერი სტუდიის გარეთ როგორ იქნება აღქმული. შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ინტერესით ველოდები ამ ლაივს და უკვე დღეებს ვითვლი.

upcoming