07.06.2016 00:26
Vitamin Podcasts 006: Newa
Vitamin Podcasts-ის 006 სტუმარია Newa
Newa, იგივე ანა კუბლაშვილი ქართველი დიჯეი და პროდუსერია. მისი სადებიუტო რელიზი, Away From Mind EP გერმანულ ლეიბლ Subspiele Records-ზე 2012 წელს გამოვიდა . ერთი წლის შემდეგ ქართველმა არტისტმა იგივე ლეიბლზე Esko Barbra, Martin Nonstatic და Frank Sebastian-ის რემიქსებთან ერთად თავისი მორიგი ტრეკი, Hedgehog გამოსცა. ორივე რელიზში ჰაუსის და ექსპერიმენტალური მუსიკის სინთეზი შეიმჩნეოდა, რაც მისი ადრეული ნამუშევრების ძირითადი მახასიათებელი იყო. თუმცა, მოგვიანებით Newa-ს მუსიკის ჟღერადობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც განსაკუთრებით გამოჩნდა Blackbird Records-ზე გამოსულ AC Ep-ში. ესიდ ტექნოს ჟანრის EP 2013 წელს "ელექტრონავტების" პრიზის მფლობელიც გახდა, ნომინაციაში "წლის ალბომი/EP". ამჟამად Newa ახალ რელიზებზე მუშაობს, რომელიც სავარაუდოდ 2016 წლის ბოლომდე იხილავს დღის სინათლეს.