podcasts / interviews

23.06.2016 15:41

Vitamin Podcasts 008: Tade

Vitamin Podcast 008 სტუმარია TADE:

Ø ამ დროის მანძილზე, რა იყო შენი მთავარი ინსპირცია? 
კონკრეტულად რთულია რაიმე გამოვყო, რადგან, რაღაც დოზით ყველაფერს აქვს გავლენა, რაც ჩემს ირგვლივ ხდება და მესმის. არის მომენტები, როცა მუსიკის დასაწერად უბრალოდ ჯდები, იწყებ სხვადასხვა ჟღერადობებთან “თამაშს” და პროცესშივე იბადება უცებ იდეა, როდესაც რაღაც ისეთი გაიჟღერებს, რომ მთელი კომპოზიციის სურათს გიხატავს.

Ø როგორ დაახასიათებდი საკუთარ მუსიკას ? 
მთავარ აქცენტს ყოველთვის ატმოსფეროზე ვაკეთებ და ამიტომ ხშირად ვიყენებ soundscape-ებს. გამიჭირდება ერთ კონკრეტულ ჟანრს მივაკუთვნო ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებ. თუმცა ვიტყვი, რომ ჟრღერადობა ძირითადად ჰაუსსა და ტექნოს შორის ბალანსდება.

Ø რას იტყოდი დიჯეინგის და პროდუსინგს შორის ბალანსზე? სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს?
ორივეს აქვს ისეთი მომენტები, რაც როგორც პროდუსინგს, ასევე DJ-ინგს უნიკალურს ხდის, ამიტომ ამას ერთმანეთს ვერ შევადარებ. ვიტყოდი, რომ თავს კომფორტულად ორივე მიმართულებით ვგრძნობ.

Ø რას საქმიანობ ამჟამად და როგორია შენი გეგმები? 
ივნისის ბოლოს და ივლისის თვეშია 2 ახალი რელიზი გამოვა. ასევე, წლის განმავლობაში დაგეგმილია showcase-ები ბერლინსა და სხვა რამდენიმე ქალაქში.

Ø როგორ ემზადები შენი პირველი ლაივისათვის და რას გვეტყვი იმ ლაივზე, რომლის დაკვრასაც ვიტამინში აპირებ? 
დიდი ხანია ამ ყველაფრისთვის ვემზადები როგორც ტექნიკურად, ასევე მუსიკალურად. თუმცა, მაინც ცოტას ვნერვიულობ, რადგან არ ვიცი ეს ყველაფერი სტუდიის გარეთ როგორ იქნება აღქმული. შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ინტერესით ველოდები ამ ლაივს და უკვე დღეებს ვითვლი.

upcoming