podcasts / interviews

12.10.2016 13:40

Vitamin Podcasts 017: Subjected

Vitamin Podcasts-ის 17-ე სტუმარია Subjected.
Subjected გერმანელი პროდუსერი და დიჯეია, რომელიც ამავდროულად მართავს 2010 წელს დაარსებულ ლეიბლს, Vault Series. არტისტის მუსიკით დაინტერესება 90-იან წლების დასაწყის უკავშირდება, როდესაც იგი აქტიურად იყო ჩართული ჰიპ ჰოპ მოძრაობაში.
"1999 წელს, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, ჩემმა მეგობარმა ბერლინის ტექნო კულტურა გამაცნო. მაშინ Tresor.Berlin (OFFICIAL)-სა და Casino-ში სიარული დავიწყეთ" – ამბობს არტისტი.
Subjected-ზე ტექნო კულტურის გავლენა მოგვიანებითაც აისახა, როდესაც მან ელექტრონული მუსიკის სფეროში ადგილი დამკვიდრება გადაწყვიტა. მისი პირველი რელიზი Vault Series-ზე 2010 წელს გამოვიდა. ამის შემდეგ იგი პერიოდულად გამოსცემს მუსიკას სხვადასხვა ლეიბლებზე, მათ შორის Electric Deluxe, Prosthetic Pressings და Warm Up Recordings. გერმანელი არტისტი ხშირად მუშაობს კოლაბორაციულ პროექტებზე Ronny Scholz-თან იგივე Salwin-თან. ბოლო 5 წლის მანძილზე მათ 5 საერთო რელიზი აქვთ გაკეთებული.

upcoming