upcoming / archive

Sat. 11 Jun 2016

the29nov films Day01

The29nov Films day1:
- UVB
- Sebastian Kökow
- Newa
Visuals by : Kevin Paschold

The29nov Films:
The29nov Films ორი გერმანელი არტისტის, Kevin Paschold და Sebastian Kökow-ის პროექტია, რომელიც დაახლოებით 10 წელია აქტიურად ფუნქციონირებს. არტისტები იხსენებენ, რომ მათ თავიანთ სადებიუტო პროექტზე მუშაობა 2006 წლის 29 ნოემბერს დაიწყეს, რაც საბოლოოდ ამ კოლაბორაციული საქმიანობის სახელადაც იქცა. თავდაპირველად Kevin და Sebastian მხოლოდ მუსიკალურ პროექტებზე მუშაობდნენ (Sebastian დიჯეია, Kevin კი გიტარაზე უკრავდა), ხოლო 2007 წლიდან მათ აქტიურად დაიწყეს სამოყვარულო ვიდეოების კეთება. დღესდღეისობით The29nov Films მუსიკალური ვიდეოების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არაკომერციული პლატფორმაა, სადაც 1000 ზე მეტი ტრეკისთვის გაკეთებულა სხვადასხვა ტიპის ვიზუალი. არტისტები თავიანთ შთაგონების წყაროდ ისეთ რეჟისორებს ასახელებენ, როგორებიც არიან Werner Herzog, Stanley Kubrick, Gaspard Noe, Fritz Lang, Jim Jarmusch და ა.შ. 
https://www.youtube.com/channel/UCBJFVeFCJmjT_jclj5oc93A/videos
the29nov films

UVB:
UVB ფრანგი დიჯეი და პროდუსერის, Sébastien Michel-ის ფსევდონიმია. მან თავისი პირველი მუსიკალური ნაბიჯები Jean Redondo-სთან ერთად გადადგა, რომელთანაც შექმნა კოლაბორაციული პროექტი Daxyl. დუოს მთავარი ინსპირაცია 90-იანი წლების ტექნო და ელექტრო იყო. UVB -ს სოლო კარიერისთვის მნიშვნელოვანი იყო 2013 წელი, როდესაც მან თავისი ლაივ პროექტი შექმნა, სადაც უკრავდა იმ ტრეკებს, რომელსაც არ არელიზებდა. მისი პირველი რელიზი საკმაოდ გვიან, 2014 წელს გამოვიდა Bas Mooy-ის ლეიბლ Mord-ზე. ამის პარალელურად Michel აქტიურად დაიწყო დაკვრა თავისი მშობლიური ქალაქის, მარსელის კლუბებში, რის გამოც იგი ადგილობრივი სცენის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად იქცა. სოლო კარიერის საწყის პერიოდშიც კი მისმა მუსიკამ Surgeon, Marcel Dettmann, Tommy Four Seven და სხვა ტექნო არტისტების ყურადღება მიიქცია, რის გამოც მისი პოპულარობა და რეპუტაცია სწრაფად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, Sébastien Michel ძირითადად სტუდიურ მუშაობას ამჯობინებს, 2015 წლიდან მან მაინც აქტიურად დაიწყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა და დაკვრა. UVB მალევე გახდა ისეთი კლუბების სტუმარი, როგორებიც არიან Berghain, Concrete, Tresor და სხვ. მისი ერთ-ერთი უკანსაკნელი პროექტია ლეიბლი Body Theory, რომელიც სავარაუდოდ ბევრი მუსიკოსისთვის იქცევა საინტერესო მუსიკალურ პლატფორმად.
UVB
https://soundcloud.com/uvb
https://www.residentadvisor.net/dj/uvb

Sebastian Kökow:
Sebastian Kökow გერმანელი დიჯეი და The29nov Films-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 80-იანი წლების პანკ როკის, EBM და ინდუსტრიალ მუსიკის გავლენით, იგი ელექტრონული მუსიკით ჯერ კიდევ თინეიჯერობისას დაინტერესდა. მიუხედავად იმისა, რომ Kökow საკმაოდ გამოცდილი დიჯეი იყო, მან ახალი შესაძებლობების საძიებლად მაინც ბერლინში გადასვლა გადაწყვიტა, სადაც იგი დღემდე მოღვაწეობს. პირველი მნიშვნელოვანი ბერლინური პროექტი Kevin Paschold-თან ერთად გაკეთებული The29nov Films იყო, რომლის სახელიტაც მუსიკოსები პერიოდულად აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებებს. ინდუსტრიული და მძიმე ტექნო ჟღერადობისადმი მისი ინტერესი არა მარტო The29nov Films-ის ვიდეოებში, არამედ მის სეტებშიც აშკარად გამოიხატება, რის გამოც Kökow ბერლინის ანდერგაუნდ სცენის ერთ-ერთ პატივსაცემ არტისტად მიიჩნევა. როგორც თვითონ ამბობს, დიჯეინგის პარალელურად მისი მიზანია საკუთარი პროდუქციის შექმნა, რომელიც სავარაუდოდ მალე იხილავს დღის სინათლეს.
Sebastian Kökow
https://www.residentadvisor.net/dj/sebastiankokow
https://soundcloud.com/sk29

Newa:
Newa, იგივე ანა კუბლაშვილი ქართველი დიჯეი და პროდუსერია. მისი სადებიუტო რელიზი, Away From Mind EP გერმანულ ლეიბლ Subspiele Records-ზე 2012 წელს გამოვიდა . ერთი წლის შემდეგ ქართველმა არტისტმა იგივე ლეიბლზე Esko Barbra, Martin Nonstatic და Frank Sebastian-ის რემიქსებთან ერთად თავისი მორიგი ტრეკი, Hedgehog გამოსცა. ორივე რელიზში ჰაუსის და ექსპერიმენტალური მუსიკის სინთეზი შეიმჩნეოდა, რაც მისი ადრეული ნამუშევრების ძირითადი მახასიათებელი იყო. თუმცა, მოგვიანებით Newa-ს მუსიკის ჟღერადობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც განსაკუთრებით გამოჩნდა Blackbird Records-ზე გამოსულ AC Ep-ში. ესიდ ტექნოს ჟანრის EP 2013 წელს "ელექტრონავტების" პრიზის მფლობელიც გახდა, ნომინაციაში "წლის ალბომი/EP". ამჟამად Newa ახალ რელიზებზე მუშაობს, რომელიც სავარაუდოდ 2016 წლის ბოლომდე იხილავს დღის სინათლეს
Newa
https://soundcloud.com/newa
https://www.residentadvisor.net/dj/newa

==============================
ბილეთის ფასი / Ticket Price:
Green List 20 Gel
Regular 30 Gel

www.VITAMIN.ge

upcoming