Sat. 17 May 2014
Vitamin Cubes Invites
GACHA FEAT TUSA BERIDZE
"ბათუმში ნიკაკოიმ დაუკრა ტრეკი, რომელიც ძალიან მომეწონა. როგორც შემდეგ გაირკვა ეს ჩანაწერი ტუსა ბერიძის ყოფილა. ტუსას გაუჩნდა იდეა რომ ერთობლივი პროექტი გაგვეკეთებინა. გარკვეული მუშაობის შემდეგ აპოლოზე ჩემს EP-ში 2 ტრეკი ახალი პროექტით - Gacha Featuring Tusa Beridze შევიდა. ამავე პროექტით შემოდგომის დასაწყისში ვაპირებთ ალაბომის გამოშვებას, რომელიც 8 ტრეკიანი იქნება." გაჩა ერთ-ერთ ფრანგულ ბლოგთან საუბრისას.
==========================
GACHA LIVE
17 მაისს გაჩას პირველი ლაივ შესრულება თბილისში.
გაჩა ორი წელია რაც რეგულარულად გვანებივრებს საკუთარი შემოქმედებით, თუმცა აქამდე მისი ლაივ პერფორმანსი ქართულ აუდიტორიას არ მოუსმენია.
If there is one thing about Apollo records one needs to know, it is that it always detects young promising talent, anywhere in the world. ასე იწყებს ბელგიური კლუბი "KultuurKaffee" გაჩას დახასიათებას. შეიძლება პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ 2012 წელს გაჟღერებული ნიუსი თბილისისთვის და ზოგადად საქართველოს სცენისათვის სასიხარულო მოვლენა იყო.
გაჩას ჩანაწერებში შეიმჩნევა სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის სინთეზი - "დაუნტემპო" ჟღერადობის საუნდი, რომელიც დამახასიათებელია Appollo რეკორდსისთვის.
"Bakradze" მისი მეორე ფსევდონიმია და 2013 წელს გამოუშვა ორი ფირფიტა 2nd Drop Records-სა და Teal Recordings-ზე.
უფრო დეტალურად გაეცანით მის soundcloud-ს.
Gacha
==========================
Ash
ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტი ქართველი დიჯეი, რომელიც დამახასიათებელია თავისი მრავალფეროვანი და საინტერესო სეტებით.
უსმინეთ/უყურეთ მის დაკრულს Stare At Dj ში
http://www.youtube.com/
ბილეთის ფასი: 7 ლარი
Ticket Price: 7 Gel
upcoming