Fri. 08 Jul 2016
Vitamin invites Synoid
Subjected გერმანელი პროდუსერი და დიჯეია, რომელიც ამავდროულად მართავს 2010 წელს დაარსებულ ლეიბლს, Vault Series. არტისტის მუსიკით დაინტერესება 90-იან წლების დასაწყის უკავშირდება, როდესაც იგი აქტიურად იყო ჩართული ჰიპ ჰოპ მოძრაობაში. "1999 წელს, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, ჩემმა მეგობარმა ბერლინის ტექნო კულტურა გამაცნო. მაშინ Tresor-სა და Casino-ში სიარული დავიწყეთ" - Subjected-ზე ტექნო კულტურის გავლენა მოგვიანებითაც აისახა, როდესაც მან ელექტრონული მუსიკის სფეროში ადგილი დამკვიდრება გადაწყვიტა. მისი პირველი რელიზი Vault Series-ზე 2010 წელს გამოვიდ. ამის შემდეგ იგი პერიოდულად გამოსცემს მუსიკას სხვადასხვა ლეიბლებზე, მათ შორის Electric Deluxe, Prosthetic Pressings და Warm Up Recordings. გერმანელი არტისტი ხშირად მუშაობს კოლაბორაციულ პროექტებზე Ronny Scholz-თან იგივე Salwin-თან. ბოლო 5 წლის მანძილზე მათ 5 საერთო რელიზი აქვთ გაკეთებული.
Subjected
Acierate გერმანელი Christopher Engelmann-ის მუსიკალური პროექტია. Tham-თან ერთად იგი არის ბერლინში დაფუძნებული ივენთების სერიის, Synoid-ის დამაარსებელი და რეზიდენტი დიჯეი. Synoid-მა დაარსების შემდეგ უმასპინძლა ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან Teste, Stanislav Tolkachev, Escape to Mars, Takaaki Itoh და ა.შ. თბილისში, Synoid-ის პირველი ივენთი 8 ივლისს, Vitamin Cubes-ში გაიმართება და მისი სტუმრები იქნებიან Acierate , Subjected და Greenbeam & Leon.
Acierate
SYNOID
Greenbeam & Leon ქართველი ტექნო არტისტების, აჩი თაბუკაშვილის და ლეონ ლოლიშვილის პროექტია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა. დუოს პირველი რელიზი 2007 წელს გამოიცა და მას შემდეგ Greenbeam & Leon პერიოდულად არელიზებს საკუთარ პროდუქციას ისეთ ლეიბლებზე, როგორებიც არიან Mo's Ferry, ATT Series, Studio R და ა.შ.
Greenebeam & Leon-ის უკანასკნელი Schematic Diagram EP ლეიბლ Att series-ზე 2016 წლის დასაწყისში გამოვიდა და რელიზის ჟღერადობა იდეალურად გამოხატავს დოუს მუსიკალურ პრიორიტეტებს. ინდუსტრიალის და ტრადიციული ტექნო ჟღერადობის სინთზეი როგორც მათი მუსიკის, ასევე მათ მიერ დაკრული სეტების მთავარი მუსიკალური მახასიათებელია.
GREENBEAM & LEON
==========================
ბილეთის ფასი / Ticket Price:
23:30 – 00:00 უფასო / free entrance
Green List - 10 Gel
Regular - 20 Gel
upcoming