upcoming / archive

Fri. 02 Sep 2016

Vitamin Cubes Invites

Tadeo - Miguel Sar ესპანელი დიჯეი და პროდუსერია, რომელსაც იცნობენენ ფსევდონიმებით Tadeo და Circunbalation.Miguel-მა Tadeo-ს სახელით პირველი რელიზი 2004 წელს გააკეთა ლეიბლ Apnea-ზე, რის შემდეგაც მის მუსიკას გამოსცემენ ისეთი მუსიკალური პლატფორმები, როგორებიც არიან M_REC LTD, Silent Signal, Semantica. ამის პარალელურად ესპანელი არტისტი ფლობს ლეიბლებს Cyclical Tracks, Another Intelligence და NET28. სწორედ ამ უკანასკნელზე გამოიცა Contacto , არტისტის პირველი სტუდიური ალბომი. ავტორიტეტის ზრდამ და გამოცდილებამ Tadeo-ს ისეთი კლუბების კარეი გაუხსნა, როგორებიცაა Tresor, Fabric, Concrete, Rex Club და ა.შ
https://soundcloud.com/cyclicaltracks
https://www.residentadvisor.net/dj/tadeo

Berika ქართველი არტისტის, ირაკლი ბერიკაშვილის მუსიკალური პროექტია, რომლის მუსიკალური მიმართულებაც ძირითადად ხასიათდება როგორც Industrial Drone Techno. ირაკლიმ მუსიკალური განათლება კონსერვატორიასა და "CES (Creative Educational Studio)"-ში მიიღო, სადაც იგი კლასიკური მუსიკის თეორიას, საუნდ დიზაინს და ხმის ინჟინერიას სწავლობდა. მისი ძირითადი მუსიკალური პროექტის, Berika-ს მთავარი ნიშანი ის არის, რომ აქცენტი მუსიკის სიღრმეზე და ფსიქოაკუსტიკაზე უფრო კეთდება, ვიდრე მუსიკის საცეკვაო მუხტსა და ხასიათზე. Berika-ს პირველი, Untold EP ლეიბლ Future Records-ზე 2014 წელს გამოვიდა. სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით "Far Silence Alegory" კი შარშან ზაფხულში დარელიზდა. მოგვიანებით, ლეიბლ Konkrezept-ზე მან გამოსცა ციფრული რელიზი, სახელად Day is Dying EP. გარდა ამისა, ბერიკას აქვს სხვა ორი სოლო პროექტი: Wiedmak და Black Dub Odyssey. Wiedmak-ის მუსიკა ფოკუსირდება Old School House / Deep House-ზე, ხოლო Black Dub Odyssey ემბიენთის, დაბის და ფონური, იგივე Background Music-ის საინტერესო სინთეზია. პარალელურად ირაკლი არის "Kung Fu Junkie", "Moku Moku" და "Multi Suicide"-ის წევრიც, სადაც იგი ჩართულია, როგორც პროდაქშენში, ასევე ლაივ პერფორმანსშიც. ქართველ არტისტს ასევე დაწერილი აქვს მუსიკა სხვადასხვა კინოპროექტებისთვის, მათ შორის "Symbiosis"(ელენე რაკვიაშვილი) და "The Walker" (თორნიკე ხომასურიძე).
https://www.facebook.com/berikaspace/info/?tab=page_info
https://www.residentadvisor.net/dj/berika.

KMA- დამწყები ქართველი დიჯეი, 
==============================
ბილეთის ფასი / Ticket Price:
Green List 10 Gel
Regular 20 Gel

RA: https://www.residentadvisor.net/event.aspx?853379

upcoming