upcoming / archive

Fri. 20 May 2016

Vitamin Season Opening with 030 Recordings

  030 Recordings ბერლინში 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ იგი ბნელი, ატმოსფერული ჟღერადობის მქონე ტექნოს მოყვარულებისთვის საინტერესო პლატფორმად იქცა. ლეიბლის პირველი რელიზი მის დამფუძნებელს, Micol Danieli-ის ეკუთვნის, რომელიც მთლიანად განკარგავს 030-ის მუსიკალურ პოლიტიკას. 030 Recordings-ის დისკოგრაფია ძირითადად მოიცავს ევროპული ტექნო სცენის ახალ და საინტერესო სახეებს, მათ შორის Unam Zetineb, Conrad Van Orton და Antonio Ruscito. დაარსებიდან ძალიან მალე, Danieli-მა აქტიურად დაიწყო ლეიბლის შოუქეისების მოწყობა, რომლის ფარგლებშიც მოწვეულნი იყვნენ ისეთი არტისტები როგორებიც არიან : Sleeparchive, Giorgio Gigli, Dj Pete, Mike Parker და ა.შ.

Perc - Ali Wells არის ბრიტანელი დიჯეი და პროდუსერი, რომელიც მუსიკას აქტიურად 2002 წლიდან გამოსცემს. 2004 წელს მან დაარსა ლეიბლი Perc Trax, რომელიც მისი ყველა სტუდიური ალბომის სახლად იქცა. Perc-ის პირველი გახმაურებული ალბომი Wicker & Steel 2011 წელს გამოვიდა და იგი საკმაოდ მრავალფეროვან და კონცეპტუალურ ალბომად იქნა შეფასებული. Ali Wells ხშირად აცხადებს, რომ მისი მიზანია ძველი, ინდუსტრიული საუნდის და თანამედროვე ტექნოს ტენდენციების გაერთიანება და მსმენელისთვის ახლებური ჰიბრიდის შეთავაზება. სწორედ ამ იდეების განსახიერებაა მისი ლაივ აქტიც. ტრადიციული ტექნო საუნდის გარდა, Perc-ის ლაივი ინდუსტირული და ექსპერიმენტალური მუსიკის გავლენებსაც განიცდის. 
https://www.residentadvisor.net/dj/perc
https://www.facebook.com/PercTrax/?fref=ts

Truss - ბრიტანელი არტისტის, Tom Russell-ის მუსიკალური პროექტი Truss სათავეს 2007 წლიდან იღებს, როდესაც მან Miniscule-ზე ამ ფსევდონიმით გამოუშვა რელიზი, სახელად Forge EP. ამის შემდეგ Truss-ის მუსიკა გამოდიოდა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა R&S, Perc Trax და Avian. გარდა Truss-ისა, Russell აქტიურად იყენებს ფსევდონიმ MPIA3-ს. 
“Trussის ფსევდონიმის ქვეშ ძირითადად ვუკრავ ტექნოს, ჰაუსის და ელექტროს ესთეტიკის ტრეკებს, მაშინ როცა MPIA3 უფრო მეტად ორიენტირებულია ტექნოს ტრადიციულ, მძიმე ჟღერადობაზე“. Tom Russell ყველაზე ხშირად თანამშრომლობს Perc-თან, Sigha-სა და Tessela-სთან. 
https://www.residentadvisor.net/dj/truss
https://www.facebook.com/truss.music/timeline

Micol Danieli - იტალიელი დიჯეი და პროდუსერი, ლეიბლ 030 Recordings-ის დამფუძნებელი. Underground Resistance, Jeff Mills და Aphex Twin-ის გავლენით, Micoli ელექრონული მუსიკით ადრეულ ასაკში დაინტერესდა, თუმცა Micol Danieli-ის სადებიუტო რელიზი, სახელწოდებით Original Sin, მ 2012 წელს გამოვიდა ლეიბლ Relogical Records-ზე. იტალიელი არტისტის პროდუქციისთვის დამახასიათებელია აქცენტი მძიმე, ინდუსტრიულ ჯღერადობის ტექნოზე, რაც მისი სეტების დამახასიათებელი ნაწილიც გახდა.

https://www.residentadvisor.net/dj/micoldanieli
https://www.facebook.com/Micoldanieli/?fref=ts
==============================
ბილეთის ფასი:
Ticket Price:

Green List 20 Gel
Regular 30 Gel

upcoming