Sat. 03 Jun 2017
Around The Tree
HEINEKEN წარმოგიდგენთ ვიტამინის სეზონის გახსნას:
20:30 – სიმფონიური კონცერტი
22:45 – UEFA Champions League ფინალის პირდაპირი ჩვენება
01:00 – Christopher Rau
03:30 – Prosumer
07:00 – Zurkin
Visuals by Giorgi Mozgovoi
=========
> Prosumer
Achim Brandenburg იგივე Prosumer გერმანიაში დაბადებული არტისტია, რომელიც ამჯერად დიდ ბრიტანეთში მოღვაწეობს. საკუთარი მუსიკის გამოცემა Prosumer-მა 2004 წლიდან Newborn EP-ით დაიწყო, რასაც მალევე მოჰყვა რელიზები ლეიბლებზე Playhouse და Running Back. 2007 წელს Murat Tepeli-სთან ერთად დაწყებული კოლაბორაციის ფარგლებში მან Ostgut Ton -ზე 4 EP და ერთი სტუდიური ალბომი გამოსცა.თუმცა, მიუხედავად ამისა, Brandenburg-ის მუსიკალური კარიერის მთავარი მიმართულება მაინც დიჯეინგია. "დიჯეი იმიტომ გავხდი, რომ მინდოდა საკუთარი ჩანაწერების, მუსიკის მიღმა დავმალულიყავი, რადგან მთავარი მუსიკაა და არა პერსონა. როდესაც კლუბში მივდივარ, პირველ რიგში ვცდილობ მუსიკაში დავიკარგო და არ გავამახვილო ყურადღება დიჯეიზე." - Prosumer-ის დიჯეი სეტებში განსაკუთრებით შემიჩნევა 80-იანი წლების ჩიკაგოს, დეტროიტის და ნიუ იორკის საცეკვაო მუსიკალური სცენის გავლენები.
https://
https://www.youtube.com/
> Christopher Rau
Christopher Rau გერმანელი დიჯეი და ელექტრონული მუსიკის პროდუსერია. მისი დებიუტი 2008 წელს ლეიბლ Gedankensport-ზე შედგა, რასაც მალევე მოჰყვა რელიზები SMALLVILLE RECORDS დაGiegling-ზე, რაც Rau-სთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა. Smallville -ზე მისი დებიუტი წარმატებულ პროდუსერთან, Sven Tasnadi-სთან გაკეთებული კოლაბორაციული Winter / Childhood EP- ით შედგა. ამის შემდეგ კი Christopher-მა ამ ლეიბლს 2010 და 2012 წელს ორი სტუდიური ალბომი "უსახსოვრა".ორივე ალბომი, Asper Clouds და Two-ც ჰაუსისი და Deep House-ს ჟღერადობის იყო, რაც გერმანელი პროდუსერის მუსიკას ყველაზე მეტად ახასიათებს. 2016 წელს Rau-მ უკვე 3 კრებული გამოუშვა, Smallville, Money $ex Records და Die Orakel-ზე.
https://
https://www.youtube.com/
> Zurkin
ZURKIN ქართველი დიჯეი და რექორდ შოპ Vodkast Records-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მუსიკით იგი ადრეულ ასაკში დაინტერესდა, როდესაც ღამის კლუბებში სიარულის პირველი გამოცდილება მიიღო. ეს ინტერესი მალე პროფესიულ საქმიანობაში გადაიზარდა და ზურამ რამდენიმე წელიწადში დიჯეინგიც დაიწყო. ის თავის საუნდს ხუმრობით "ჰიფნოთიქ-ჰაუსს" ეძახის :) თუმცა მისი მუსიკალური ინსპირაციები ბევრად მრავალფეროვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული მიმართულება. 2014 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპ კულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე Electronauts Zurkin წლის საუკეთესო დიჯეიდ დასახელდა. ამის პარალელურად, მეგობრებთან ერთად მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ ლეიბლს და ვინილების მაღაზია Vodkast Records-ს - „ერთი წელი არც არის, რაც ფირფიტების მაღაზია გავხსენით თბილისში და გვინდა ეს პატარა სივრცე ყველა მუსიკის მოყვარული ადამიანისთვის საყვარელ თავშეყრის ადგილად ვაქციოთ“ - ამბობს Zurkin ვიტამინთან ინერვიუში. დღესდრეისობით Zurkin ქართული კლუბების და ფესტივალების ერთ-ერთი ფავორიტი დიჯეია.
https://www.youtube.com/
https://soundcloud.com/
> Giorgi Mozgovoi
გიორგი მოზგოვოი ქართველი ვიზუალ არტისტია. მას აინტერესებს ანთროპოლოგიის, ისტორიის, არქეოლოგიის, რელიგიისა და ფილოსოფიის თემატიკა. ასევე, სივრცისა და დროის საკითხები, რასაც გამოხატავს მედიის სხვადასხვა ფორმითა და საშუალებით. გიორგი ყურადღებას ამახვილებს ბუნებრივ და ორგანულ მასალაზე: ხე, ტყავი, ქვა, ბროლი და ა.შ. კითხვაზე, თუ რატომ ცდილობს ასეთი ფართო სპექტრისა და თემატიკის ჩართვას საკუთარ ხელოვნებაში, გიორგი პასუხობს: „მე ვცდილობ გამოვხატო არ განსაზღვრული, ნოსტალგიური ემოცია იგივე სიღრმის მქონე მასალით“.
https://vimeo.com/
==========================
დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით
Invitation only entrance
upcoming