upcoming / archive

Sat. 01 Jul 2017

VITAMIN AROUND THE TREE x Live At Robert Johnson – Lifesaver 3 Tour

Robert Johnson Offenbach-ის მნიშვნელობა დიდი ხანია გასცდა ფრანკფურტის სცენას და იგი თავისი უნიკალური კონცეპტის და სპეციფიკის გამო მსოფლიო საკლუბო სცენის ერთ-ერთ მარგალიტად ითვლება. 
“კლუბის შექმნის მთავარი იდეა სახელოვნებო სივრცის შექმნა იყო. ადგილის, რომელიც სტანდარტულ დისკოტეკას ან ღამის კლუბს არ ემსგავსებოდა. სადაც მინიმალისტური განათებით და იდეალური საუნდ სისტემით მუსიკაზე მეტი კონცენტრაცია გაკეთდებოდა“ - ამბობს Ata Macias კლუბის დამაარსებელი, რომელიც 1 ივლისს კლუბ ვიტამინში დაუკრავს.

Atanasios Christos Macias, იგივე Ata გერმანელი დიჯეია, რომელსაც ფრანკფურტის ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში გადამწყვეტი წვლილი მიუძღვის. მისი მუსიკალური მოღვაწეობა ადრეულ 90-იან წლებში იწყება, როდესაც მან დაარსა თავისი დროის გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეკორდ შოპი Delirium. ძალიან მალე სწორედ Delerium-ის ბაზაზე აღორძინდა Ongaku Music, რომლის მთავარი საბლეიბლები Klang Elektronik და Playhouse დღემდე საკმაოდ წარმატებული იმპრინტები არიან. გარდა ლეიბლების მართვისა, ATA არის 1999 წელს გახსნილი კლუბის Robert Johnson დამაარსებელი და მმართველი. ყველაფერ ამის პარალელურად ATA დაახლოებით 20 წელია აქტიურადაა ჩართული დიჯეინგში და მისი ჟღერადობა ჰაუსის და Deep House-ს ირგვლივ ტრიალებს.
https://www.youtube.com/watch?v=zHdPGIf9-og


Orson Wells
Orson Wells გერმანელი პროდუსერის და დიჯეის, Lennard Poschmann-ის მუსიკალური ფსევდონიმია. ადრეულ წლებში Lennard სხვადასხვა ინდი ბენდში უკრავდა და ძირითადად ინდი, როკ და ჯაზ მუსიკით იყო დაინტერესებული. მოგვიანებით, როგორც თვითონ აღნიშნავს, ბენდის ესთეტიკა მისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩდნა, რადგან ვერ ახერხებდა საკუთარი იდეების სრულიად განხორციელებას. "ბენდში მუშაობისას შენ გაქვს შენი იდეა, სხვა წევრებს თავიანთი და ჯამში მათი სინთეზი ქმნის მუსიკას. ელექტრონული მუსიკის წერისას კი მეტი შემოქმედებითი თავისუფლებაა, ყვეაფრის კეთება თავად შეგიძლია". Orson Wells-მა პირველი რელიზი მეგობრებთან, Benjamin Milz და Emil Seidel-თან ერთად გააკეთა Chiwax-ზე, 2013 წელს. იმავე წელს ის ლეიბლ Live At Robert Johnson-ს შეუერთდა. გარდა ამისა, გერმანელი მუსიკოსი თანამშრომლობდა Innervisions-თან და 777 Recordings-თან, ბოლო კრებული კი 2016 წელს Bokhari Records-ზე გამოსცა. Orson Wells-ის მუსიკა ჰაუსის და ტექნოს საინტერესო სინთეზია, სადაც აქცენტი ძირითადად მელოდიურობასა და გრუვზე კეთდება. 
https://soundcloud.com/orson-wells
https://www.youtube.com/watch?v=E8qf09e3oyk&t=1785s
https://www.youtube.com/watch?v=DnHoMm7quJ4

Oliver Hafenbauer - ფრანკფურტელი DJ, კლუბ Robert Johnson-ის რეზიდენტი და პრომოუტერია. Oliver-ი უძღვება საკუთარ ლეიბლს სახელად Die Orakel.
https://www.youtube.com/watch?v=r7NIu4B1GwA
https://www.youtube.com/watch?v=rIbCJOnJ3n0

URU
ქართველი დიჯეი და ვიტამინის რეზიდენტი. 
==============================
ბილეთის ფასი / Ticket Price:
Green List 15 Gel / Regular 30 Gel

ბავშვებისათვის შესვლა უფასოა / Entrance free for children
18 წლამდე ასაკის მოზარდები დაიშვებიან მხოლოდ მშობლების თანხლებით 22:00 საათამდე / Guests under 18 can join us only with parents till 22:00.

ივენთის გვერდი: https://goo.gl/GDXmR5

upcoming