interviews / podcasts

25.05.2016 17:16

Cobert

 გთავაზობთ ინტერვიუს Cobert-თან და მის ახალ ტრეკს - studio1

 მოისმინე აქ > > >

 > როდის დაიწყე მუსიკალური მოღვაწეობა და როგორია შენი ბექგრაუნდი?

მუსიკალური მოღვაწეობა საკმაოდ პატარა ასაკში დავიწყე. 14 წლის ვიყავი პირველი ლაივი რომ დავუკარი. პირველი 2 წელი მხოლოდ ლაივებს ვუკრავდი და მხოლოდ შემდეგ დავიწყე სეტების დაკვრა. 
მუსიკალურ განათლება ბავშობაში არ მიმიღია. ცოტა მოგვიანებით გავაცნობიერე მისი საჭიროება და ჩავაბარე კონსერვატორიაში, მუსიკის ტექნოლოგიის განხრით. პარალელურად დავიწყე CES- ში სიარული. საკმაოდ დიდ დროს ვატარებ ელექტროობის შესწავლაშიც. ეს, ასე ვთქვათ, ჩემი ჰობია. თუმცა, მუსიკისგან არც ეს საქმიანობაა დიდად შორს.

> ამ დროის მანძილზე, რა იყო შენი მთავარი ისპირაცია?

კონკრეტულად მიჭირს გამოვყო თუ რა იყო და რა არის ჩემი ინსპირცია. ესაა ყველაფერი, რაც ჩემს ირგვლვ ხდება დღეს, ყველაფერი, რაც მესმის. ყველაფერი, რასაც ჩემს ბავშვობაში ვაკეთებდი...

> როგორ დაახასიათებდი საკუთარ მუსიკას ?

იმდენად ყელაფერი ერთმანეთში აირია, რომ მუსიკის ჟანრებად დაყოფა დღეს აბსურდად მიმაჩია. თუმცა, თუ მეკითხებიან რას ვუკრავ ან რა მუსიკას ვაკეთებ, ყოველთვის ტექნოს ვპასუხობ. არა იმიტომ, რომ ჩემთვის ტექნო რაიმე ჟღერადობის და რიტმის ერთობაა, არამედ იმიტომ, რომ ეს ის კონკრეტული მდგომარეობა, რომელშიც მე ამ მუსიკას გადავყავარ.

> რას იტყოდი დიჯეინგისა და პროდუსინგის შორის ბალანსზე? სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს?

ჩემთვის საინტერესოა როგორც DJ-ინგი, ასევე პროდუსინგი. ორივე რადიკალურად განსხვავებულ ენერგიას მახარჯინებს და ვერ ამოვირჩევ თუ რომელი ენერგიის დახარჯვაა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი. თუმცა, პროდუქციის შექმნის პროცესში, როცა მარტო ვარ ჩემს თავთან, ვთვლი, რომ უფრო თავდაჯერებული და თამამი ვარ. ამიტომაც, მუსიკის შექმნა უფრო კომფორტულია ჩემთვის.

> რას საქმიანობ ამჟამად და როგორია შენი გეგმები?

ცოტა ხნის წინ ლეიბლ Overall Music-ზე გამოვიდა პირველი ვინილი ჩემი ტრეკით, რომელსაც Dreamer ქვია. შემიძლია ვთქვა, რომ კარგი შეგრძნება ყოფილა ვინილზე საკუთარი ტრეკის მოსმენა. ამიტომ, გადავწყვიტე მომდევნო 1 თვე დავისვენო მუსიკის კეთებისაგან და დრო ძირითადად სხვადასხვა ლეიბლებთან დაკავშირებას დავუთმო. ამ წლების განმავლობაში დაგროვილი უამრავი ტრეკი მაქვს, რომლის დარელიზებაზე ამ წამამდე არც არასდროს მიფიქრია. სანამ ხალისი მაქვს მინდა მათი დარელიზებაც მოვასწრო. ასევე გავაკეთე ახალი პროექტი, რომელსაც CXMOR ქვია. CXMOR -ის პირველი ალბომი გუშინ დავამთავრე და მალე ინტერნეტშიც დავდებ.

> რას გვეტყვი იმ ლაივზე, რომლის დაკვრასაც ვიტამინში აპირებ?

საერთოდ ჩემი ყოველი ლაივი ერთმანეთისგან განსახვავდება და თითქმის არცერთ ლაივში არ მაქვს ერთი და იგივე ტრეკები. პრინციპში ამიტომაც არ ვუკრავ ლაივებს ხშირად. არ მინდა ტრეკები გავიმეორო. ვიტამინის ლაივიც მლიანად ახალი მუსიკით იქნება დაკომპლექტებული. მე თვითონ ძალიან ველოდები ამ ლაივს, იმიტომ, რომ იმ მუსიკას, რასაც დავუკრავ, თვეების მანძილზე ვაკეთებდი და ზუსტად რამდენიმე დღის წინ დავამთავრე. ძალიან მაინტერესებს სტუდიის გარეთ როგორი იქნება, მისი მოსმენა. ის ხომ ჯერ არც გაცდენილა ამ ოთახს. ჩემი აზრით, შედარებით უჩვეულო ლაივი იქნება და მეც დიდი ინტერესით ველოდები.

upcoming