interviews / podcasts

02.06.2016 00:49

Zurkin

> როდის დაიწყე მუსიკალური მოღვაწეობა და როგორია შენი ბექგრაუნდი?
ვფიქრობ სიტყვა მოღვაწეობა ნაკლებად შეესატყვისება იმას, რასაც მე ვსაქმიანობ. მუსიკისადმი სერიოზულად დაინტერესება 16-18 წლის ასაკში დაიწყო. მაშინ, როდესაც პირველად აღმოვჩნდი თბილისის ღამის კლუბში. მუსიკალურ ბექგრაუნდს ჯერ კიდევ ვიყალიბებ და ალბათ, ერთი ცხოვრება არ მეყოფა ამისთვის, ამიტომ ძნელია კითხვის მეორე ნაწილზე გიპასუხოთ J

> რა არის შენი ისპირაცია?
წლების წინაც და ეხლაც ჩემი მთავარი ინსპირაციის წყარო მუსიკის ენთუზიასტი ადამიანები იყვნენ და არიან.

> როგორ დაახასიათებდი საკუთარ მუსიკას? და რატომ ეს მუსიკა?
ჩემი მუსიკა წმინდა წყლის ჰიფნოთიქ-ჰაუსია 

> რას საქმიანობ ამჟამად და როგორია შენი გეგმები?
ამჟამად მთელი ჩემი დრო და ენერგია დიჯეინგისა და Vodkast Record-ისკენ არის მიმართული. ერთი წელი არც არის, რაც ფირფიტების მაღაზია გავხსენით თბილისში და ვცდილობთ ეს პატარა სივრცე ყველა მუსიკის მოყვარული ადამიანისთვის საყვარელ თავშეყრის ადგილად ვაქციოთ.

upcoming