upcoming / archive

Fri. 17 Jun 2016

Vitamin Cubes invites

Regis იგივე Karl O'Connor ბრიტანელი პროდუსერი და დიჯეია, რომელიც ამავდროულად ლეიბლ Downwards-ის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე იგი სხვადასხვა ფსევდონიმით ქმნიდა მუსიკას, Regis მაინც მის მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა. 1995 წელს სწორედ ამ ფსევდონიმით გამოვიდა მისი სადებიუტო რელიზი, სახელად Montreal, რომელსაც ერთ წელიწადში მოჰყვა პირველი სტუდიური ალბომი. ამის შემდეგ Regis-მა Downwards-ზე ორი ალბომი და რამდენიმე EP გამოსცა, მათ შორის ბოლო იყო 2012 წელს გამოცემული Death Head Said. აღსანიშნავია ისიც, რომ 1993 წელს დაარსებული ლეიბლი თავის დროზე არა მარტო Regis-ის, არემედ Surgeon-ის პირველ მუსიკალურ პლატფორმადაც იქცა. გარდა ამისა ლეიბლზე ვხვდებით Sandra Electronics, Female, Tropic Of Cancer, Portion Reform და სხვა არტისტებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოვეთილად სტაბილური კარიერის გამო, ზემოთ ხსენებულ Surgeon-თან ერთად, Regis ბრიტანული ტექნოს სცენის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად იქცა. Karl O'Connor-ის შემოქმედებას ინდუსტრიალ ჟღერადობაზე მკვეთრი ორიენტაცია ახასიათებს. თავის სეტებსა და ლაივებში კი Regis წინა პლანზე მუდმივად ბნელი, ხისტი და მძიმე ტექნო საუნდი გამოაქვს.
Regis
https://www.residentadvisor.net/dj/regis

KANCHELI [11TH]
Ndrx-ის მეგობარი 2005 წლიდან, იმეგობრებენ ბოლ'ომდე

NDRX [11TH]
დაიბადა 1988 წელს, დაიღუპება მოგვიანებით

==============================
ბილეთის ფასი / Ticket Price:
23:30 – 24:00 უფასო / free entrance
Green List - 10 Gel
Regular - 20 Gel

www.VITAMIN.ge

upcoming