interviews / podcasts

26.08.2016 14:49

NDRX

ინტერვიუ Ndrx -თან:
====
თინეიჯერი ვიყავი პირველად კლუბში შეპარვა რომ ვცადე, როგორც არასრულწლოვანს ძალიან მიჭირდა კლუბში მოხვედრა. სხვადასხვა ხერხს მივმართვდი, დიჯეებისთვის ცოცხლად რომ მომესმინა. დაკვრა 16 წლის ასაკში დავიწყე. მეგობარმა მითხრა, რომ მაღაზია „capsule“-ში იყო დიჯეინგის კურსები და ძალიან დამაინტერესა. მახსოვს სკოლიდან შატალოზე გამოვდიოდით მე და Sander-ი, დილაობით მაღაზიაში არავინ იყო და ჩვენც უფრო დიდხანს და თავისუფლად შეგვეძლო ვარჯიში ფირსაკრავებზე.

Stare At Dj:
Stare at DJ- ის, როგორც გადაცემის, გაკეთება თავდაპირველად ჩემი, KANCHEL-ის და Zurkin Chkonia-ს იდეა იყო. მალევე შემოგვიერთდაGiorgi Mozgovoi-ც. იმ პერიოდში ქართული ქლაბინგი არც თუ ისე მაღალ დონეზე იყო და გადავწყვიტეთ ამ სცენის განვითარებაში და არტისტების წახალისებაში ჩვენი წვლილიც შეგვეტანა. ეს იყო აბსოლუტურად არაკომერციული პროექტი. ყველაფერს საკუთარი სახსრებით და ენთუზიაზმით ვაკეთებდით, გუნდში ყოფნა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო და დაეხმარა ამ პროეტს. ჩამოთვლას არ დავიწყებ, არ მინდა ვინმე გამომრჩეს.
Stare at DJ -იყო ივენთების და გადაცემების ციკლი, ვპოულობდით პატარ- პატარა საინტერესო სივრცეებს, ვპატიჯებდით ძალიან შეზღუდული რაოდენობის, მკაცრად ამორჩეულ მუსიკის მოყვარულებს და შემდეგ ვწერდით ივენთებს. მე მგონი კარგი გამოვიდა... 2-3 წლის განმავლობაში 20 გადაცემა გავაკეთეთ და როცა მივხვდით რომ თავისი საქმე გააკეთა, პროექტი დავხურეთ. 
-
11TH:
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი 11-ე სართულზე, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობაში, ვაჟაზე. ეს ოთახი სინამდვილეში ბაბუაჩემის სამუშაო კაბინეტი იყო 80-იან წლებში და გარკვეული ბმა მანამდეც მქონდა ამ სივრცესთან. 
იმ პერიოდში 4 წელი აღარ ვუკრავდი, თანაც ახალი ჩამოსული ვიყავი ბერლინის ათონალიდან, სავსე ინსპირაციებით და ენთუზიაზმით. . .
მომივიდა იდეა, გამეყიდა მოტოციკლეტი, გამეკეთებინა სტუდია და დავბრუნებულიყავი იმ საქმეში, რომელიც წლების განმავლობაში ასე მენატრებოდა. დავიწყე კაბინეტის - სტუდიის გარემონტება. აღმოჩნდა, რომ სართულზე სხვა სივრცეებიც იყო თავისუფალი. მინდოდა დავხმარებოდა სხვა არტისტებსაც, ჩემს გვერდით გადმომეყვანა, ვინც ძალიან კარგები იყვნენ და თან სტუდია სჭირდებოდათ. ნელ-ნელა 7 სტუდია შეიკრა. ყველაფერი საკუთარი ხელებით გავაკეთეთ, ნაგვის გატანით დაწყებული რემონტით დამთავრებული. რაღაც კომუნის მაგვარი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ინფორმაციას ვცვლით, მუსიკას ვუზიარებთ, ძალიან ვეხმარებით და ვავითარებთ ერთმანეთს. 
ამჯამად 11-ე სართულზე ჩემი, Vincent Volt- ის, KOZMANA-ას, Achi Tabukashvili-ს, Afrobert Koberidze-ს და Giorgi Mozgovoi-ს სტუდებია. KANCHEL-ს ცალკე სტუდია აქვს, თუმცა ისიც ჩვენი გუნდის წევრია. 
მომავალში 11TH ლეიბლის გაკეთება და ივენთების სერიის დაგეგმვა მინდა და ვნახოთ რა გამოვა...

მომავალი:
ჯერ-ჯერობით დიჯეინგი ჩემთვის ისეთივე სირთულის არის, როგორც მუსიკის კეთება. როცა მივხდები, რომ დიჯეინგში სასურველ დონეს მივაღწიე, ალბათ მერე დავფიქრდები მუსიკის კეთებაზე. 
ამ ბოლო დროის ინპირაცია ჩემთვის ათონალის ფესტივალი და ექსპერიმენტული მუსიკაა. განსაკუთრებით კი Samurai Music ლეიბლი, რომელზე გამოდის ENA. ასე რომ ENA-სთან ერთად დაკვრა დღეს ძალიან შთამაგონებელია ჩემთვის.

upcoming