workshops / volunteers / jobs / green list

The29nov Films

11 ივნისს ვიტამინი კუბებში Kevin Paschold და Sebastian Kökow ჩაატარებენ ვორქშოპს The29nov Films-ის უიკენდის ფარგლებში: The29nov Films ორი გერმანელი არტისტის, Kevin Paschold და Sebastian Kökow-ის პროექტია, რომელიც დაახლოებით 10 წელია აქტიურად ფუნქციონირებს. არტისტები იხსენებენ, რომ მათ თავიანთ სადებიუტო პროექტზე მუშაობა 2006 წლის 29 ნოემბერს დაიწყეს, რაც საბოლოოდ ამ კოლაბორაციული საქმიანობის სახელადაც იქცა. თავდაპირველად Kevin და Sebastian მხოლოდ მუსიკალურ პროექტებზე მუშაობდნენ (Sebastian დიჯეია, Kevin კი გიტარაზე უკრავდა), ხოლო 2007 წლიდან მათ აქტიურად დაიწყეს სამოყვარულო ვიდეოების გაკეთება. დღესდღეისობით The29nov Films მუსიკალური ვიდეოების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არაკომერციული პ

upcoming