workshops / volunteers / jobs / green list

The29nov Films

11 ივნისს ვიტამინი კუბებში Kevin Paschold და Sebastian Kökow ჩაატარებენ ვორქშოპს The29nov Films-ის უიკენდის ფარგლებში:

The29nov Films ორი გერმანელი არტისტის, Kevin Paschold და Sebastian Kökow-ის პროექტია, რომელიც დაახლოებით 10 წელია აქტიურად ფუნქციონირებს. არტისტები იხსენებენ, რომ მათ თავიანთ სადებიუტო პროექტზე მუშაობა 2006 წლის 29 ნოემბერს დაიწყეს, რაც საბოლოოდ ამ კოლაბორაციული საქმიანობის სახელადაც იქცა. თავდაპირველად Kevin და Sebastian მხოლოდ მუსიკალურ პროექტებზე მუშაობდნენ (Sebastian დიჯეია, Kevin კი გიტარაზე უკრავდა), ხოლო 2007 წლიდან მათ აქტიურად დაიწყეს სამოყვარულო ვიდეოების გაკეთება. დღესდღეისობით The29nov Films მუსიკალური ვიდეოების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არაკომერციული პლატფორმაა, სადაც 1000 ზე მეტი ტრეკისთვის გაკეთებულა სხვადასხვა ტიპის ვიზუალი. არტისტები თავიანთ შთაგონების წყაროდ ისეთ რეჟისორებს ასახელებენ, როგორებიც არიან Werner Herzog, Stanley Kubrick, Gaspard Noe, Fritz Lang, Jim Jarmusch და ა.შ.

http://www.the29nov-films.com/about.aspx

ვორკშოპზე დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია. 

 

 

apply

Please fill in all fields

Invalid email format

Your applications are received

upcoming